18:12 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 14:39:52, 1126 ნახვა

საზოგადოება
„დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა“ - „ლაგუნა ვერეს“ ახალი მფლობელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტი", რომელმაც "ლაგუნა ვერე" შეისყიდა, განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის დაბრუნება.

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს "ლაგუნა ვერეს" განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში, რომელიც "ფორმულამ" გაავრცელა.

ცნობისთვის, გუშინ, 10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ლაგუნა ვერე" "ქართუ ფონდმა" გაყიდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics