|
2023-08-08 10:26:32, 748 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო
ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ ქვეყანას მართავდა ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არა ეროვნულ, არამედ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავდა. "ვიცი რა ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როცა ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხსა და მომავალ თაობას, მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი - გახსოვთ ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული და ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა, რომ იტყვიან და ნახა მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ. ასევე, თქვენ გახსოვთ, რომ 9 აგვისტოს, მაშინ, როცა იბომბებოდა ჩვენი ქალაქები და ჩვენი გმირები იხოცებოდნენ ბრძოლის ველზე გმირულად, გახსოვთ მაშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩანაწერები, თუ როგორ იქცეოდნენ ეს ადამიანები. მათ საერთოდ არ ადარდებდათ, არ ანაღვლებდათ ჩვენი დაღუპული გმირები; ის, რომ ტერიტორიები იბომბებოდა, რომ ვკარგავდით, რომ ხდებოდა ოკუპაცია. მთავარი კითხვა, რაც ჩვენ გვაქვს, საზოგადოებას, რატომ დავკარგეთ კოდორის ხეობა უბრძოლველად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე; რატომ დავკარგეთ 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი; რატომ ვერ მოხდა თავის დროზე სათანადო პრევენცია ამ ომის; რატომ ვერ გაკეთდა რისკების შეფასება. ამას მარტივად პატარა ბავშვი გათვლიდა იმ შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა ამ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. ამ კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს ერთ რამეზე, რომ ეს იყო ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავდა არც საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხისა და ეროვნული ინტერესების დაცვაზე, არამედ ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უაღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ამ ბიჭებს, ჩვენს ხალხს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არც კი დაინტერესედნენ. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)