|
2023-08-01 09:20:20, 664 ნახვა
პოლიტიკა
გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს - სახდეპი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობაზე
ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს,- ასე პასუხობენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ყველა ატივობა გამჭვირვალედ და კანონის უზენაესობის შესაბამისად შესრულდეს. "არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო საქართველოში სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ინვესტირების ან ჩართულობის. ჩვენი შეშფოთება კი დაკავშირებულია შემდეგთან: უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს აქტივობები განხორციელდება გამჭვირვალედ, კანონის უზენაესობის შესაბამისად, მდგრადი დაფინანსებით და დახმარების მიმღებთა ავტონომიის პატივისცემით, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი სახის პოლიტიკური პირობები. საბოლოო ჯამში, ქვეყნები მიიღებენ საკუთარ სუვერენულ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ ვისთან სურთ ბიზნესის კეთება ან ინვესტირება. თუმცა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ხშირად იძლევა დაპირებებს დიპლომატიური აღიარებების სანაცვლოდ, რომელიც საბოლოოდ შეუსრულებელი რჩება. ჩვენ გავაგრძელებთ შემდგომი ნაბიჯების მონიტორინგს",- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გამოცემა "აქცენტის" შეკითხვის პასუხად. შეგახსენებთ, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში განაცხადეს. ორმა ქვეყანამ აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)