16:32 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 20:08:10, 990 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პარტიებთან ერთობაზე კონსულტაციები დავასრულეთ

"ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ალიანსმა კონსულტაციები დაასრულა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა “გამარჯვების პლატფორმის” მთავარი მიზანი მმართველი პარტიის დამარცხებაა.

ხაბეიშვილმა იმ ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვერ თანამშრომლობენ მოუწოდა, რომ შექმნან ალტერნატიული პროდასავლური გაერთიანება.

"ჩვენ კონსულტაციები დავასრულეთ. ჩვენ ერთობაზე ვსაუბრობდით პირველები, ერთობა შევქმენით პირველებმა. ვაპირებთ, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია. შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე გადაწყვეტილება ექნება, ჩვენ კარს არავისთვის დავხურავთ. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, თუ პირობითად ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ თანამშრომლობენ, არ უნდათ ამის გაკეთება, ერთმანეთს დაელაპარაკონ და ერთად გააკეთონ ალტერნატიული ძალა პროდასავლურ ველზე", – განაცხადა ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics