05:33 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 12:37:49, 846 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან, მის მოადგილეებთან და ამავე დეპარტამენტის თბილისისა და რეგიონების მთავარი სამმართველოების უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. აღნიშNულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეტა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ფუნქციონალური გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და მიმდინარე რეფორმებზე.

„სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს პოლიციელებისთვის სამუშაო პირობების, საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ავტოპარკის განახლებას.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა შინაგან საქმეთა მინისტრს ინფორმაცია მიაწოდეს მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულის პრევენციის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.

მინისტრმა მათ გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics