17:41 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 13:29:19, 815 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - უახლოეს დღეებში, ენმ-ში ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ

ჩვენ შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იქნება და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უახლოეს დღეებში თქვენ კიდევ ძალიან საინტერესო ადამიანებს ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობაში“,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მისი მთავრი ამოცანა, აღნიშნული პლატფორმის გაძლიერებაა.

„ჩემი მთავარი ამოცანა არის „გამარჯვების პლატფორმა“ გავაძლიერო და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული სუბიექტების კონკრეტული სურვილი არის, რომ სხვა რეალობა აჩვენონ ხალხს, მაგრამ მე ვაკეთებ საქმეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება, შევქმენით „გამარჯვების პლატფორმა“ და პირველები ვიყავით, ვინც გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადადგა და ასევე, უახლოეს დღეებში შეგიძლიათ მოუყვეთ საზოგადოებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ იქნება ბევრი, ძალიან საინტერესო სიახლეები და ისეთი ადამიანები შემოგვიერთდებიან, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად გაძლიერებენ „ნაციონალურ მოძრაობას",- თქვა ხაბეიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics