02:14 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-22 18:36:17, 1757 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 100 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილიდან რუსეთში კიდევ 100 ბავშვი გაიტაცეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ოკუპანტებმა ბავშვები ე.წ ბანაკებში "კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში" მონაწილეობის მისაღებად გაგზავნეს.

"რუსეთის საოკუპაციო ჯარები აგრძელებენ უკრაინელი ბავშვების ასიმილაციის პოლიტიკას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

კალანჩაკიდან დამპყრობლებმა 100-მდე უკრაინელი ბავშვი გაგზავნეს სარანსკის სანატორიუმში „კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების“ ჩასატარებლად. იქ ბავშვებს წაუკითხავენ ლექციებს და ასწავლიან ფსევდოისტორიას",- აღნიშნულია ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics