16:25 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 09:25:23, 1128 ნახვა

მსოფლიო
აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან

აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებით ეხმარებიან.

გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ: იმპორტიორები, მომწოდებლები და სხვა კომპანიები, რომლებიც კრემლს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებოდნენ. 

"ეს სანქციები შეზღუდავს რუსეთს კრიტიკულ მასალებზე წვდომას, შეაფერხებს მის მომავალ ენერგეტიკულ წარმოებასა და ექსპორტის შესაძლებლობებს, ხელს შეუშლის სანქციებისთვის გვერდის ავლას",- განაცხადა ბლინკენმა.

რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებს მასში შედის: ბანკები, მომწოდებლები, იმპორტიორები და მწარმოებლები.

ამასთან, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს:

  • შეაფერხოს რუსეთის წვდომა იმ პროდუქტებზე, რომლებიც მის სამხედრო და საომარ შესაძლებლობებს ზრდის;
  • შეამციროს რუსეთის შემოსავალი ლითონებისა და სამთამადნო სექტორიდან;
  • შეამციროს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს.

გუშინვე, ავსტრალიამ 35 რუსულ ორგანიზაციას და 10 პირს, მათ შორის რუს მინისტრებსა და მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics