20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 14:53:00, 931 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - უკრაინის ხელისუფლებამ აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა, მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვთ

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება არ აქვს.

"სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ნაწილმა აირჩია ქართველ ხალხზე თავდასხმა როგორც საკუთარი პოლიტიკა და ეს არ არის ახალი. ჩვენ დიდი ხანია, ბევრი მიზეზის გამო ანგარიშს ვუწევთ, უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების გამო, ამ გარემოებას და იცით, რომ თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარებისგან, როდესაც უკრაინის ხელისუფლებას არჩეული აქვს ქართველ ხალხზე თავდასხმა, როგორც საკუთარი პოლიტიკა. ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის მრჩევლად ნიშნავდნენ, ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ კრიმინალი ადეიშვილი დღეს, ფაქტობრივად, უკრაინის გენერალური პროკურატურის ერთ-ერთი წამყვანი პირია; ეს თავდასხმა გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის უმაღლესი თანამდებობის პირებმა დააორგანიზეს მიხეილ სააკაშვილის შემოპარვა საქართველოში და დღეს ორგანიზატორები, რომლებიც პირდაპირ ვიცით ვინც არიან და გია ლორთქიფანიძეა ერთ-ერთი მთავარი, არის უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე და ნაცვლად იმისა, რომ ეს დამნაშავეები გადმოეცა უკრაინის ხელისუფლებას ქართული მართლმსაჯულებისთვის და ქართველო ხალხისთვის, მათ ისინი შეიფარეს დააწინაურეს და არიან მათი ხელისუფლების ნაწილი... 

სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლება დღეს აცდენილია საკუთარი ხალხის ინტერესებს იმიტომ, რომ თავს ესხმის ქართველ ხალხს... უკრაინის ხელისუფლებას აქვს იმის უპირატესობა, რომ მორალური პედესტალიდან ესაუბროს ევროკავშირის თუ დასავლეთის ბევრ ქვეყანას, თუმცა არ მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლებას ჰქონდეს საქართველოსთან მორალური პედესტალიდან საუბრის უფლება, იმ ქვეყანასთან, რომელმაც სამი ომი გამოიარა",- განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics