20:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 14:21:46, 831 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა

„ნაცმოძრაობის" ცოდვილობა საზოგადოებამ ყველა არჩევნებზე იხილა - ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს უნდა გაითვალისწინონ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია კრახით დასრულდება.

"სწორედ ევროპული ღირებულებაა სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა. მათ კარგად უნდა გაითვალისწინონ ის, რომ შესაძლოა, მათ ნახონ გარკვეული მოკავშირეები როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტზე, მაგრამ დაასრულებენ ისეთივე კრახით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, როგორი კრახითაც სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

ნებისმიერ არჩევნებზე საზოგადოებამ კარგად იხილა „ნაცმოძრაობის" ცოდვილობა, თუ არ ვცდები 8, თუ 9 არჩევნებში მათ ვერაფერი შეძლეს იმიტომ, რომ მათ არღა აქვთ საქართველოს მოსახლეობის ნდობა. ბელადომანია საქართველოში არის დამთავრებული და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინონ მართლაც რომ ამ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა",- განაცხადა ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics