19:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 12:02:09, 951 ნახვა

პოლიტიკა
არახამია პრემიერს - ევროინტეგრაციას ხელს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობა უშლის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის... თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა,- ასე ეხმაურება უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

არახამიას თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა იქნება უზრუნველყოფილი.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა",- წერს არახამია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გუშინ, 19 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ შარშან უკრაინა იყო დაინტერესებული იმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics