20:01 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 10:38:43, 896 ნახვა

პოლიტიკა
ბრეგაძე პოლონელ ექიმებზე - ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება, ვინაიდან მათი მხრიდან შეთანხმება დაირღვა

ამიერიდან, რა თქმა უნდა, ოჯახს ექნება ისევ იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმები, თუმცა, ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა, და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „იმედი LIVE"-ს ეთერში პოლონელ ექიმებზე საუბრისას განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, ძალაში რჩება სააკაშვილის ოჯახის მიმართ გასული წლის 29 ნოემბერს გაკეთებული შეთავაზება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმის ჩამოყვანას.

„ჩვენ, ჩვენის მხრივ, გავაკეთეთ ყველაფერი, დავრჩით ჩვენი პირობის ერთგული და, მათ შორის, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს რეკომენდაციით შევუშვით ეს ექიმები მსჯავრდებულ სააკაშვილთან. თუმცა, მათი მხრიდან არ იყო სათანადოდ გადმოდგმული ნაბიჯი. შესაბამისად, რაც შეეხება ამ ექიმის შემდგომ დაშვებას, ვერ იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათი თხოვნა. თუმცა, ჩვენ ვრჩებით ჩვენი პირობის ერთგული, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ გასული წლის 29 ნოემბერს, რაც შეეხებოდა მსჯავრდებული სააკაშვილისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ მას ჩამოეყვანა საქართველოში მისთვის სასურველი ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამიერიდან, რა თქმა უნდა, ოჯახს ექნება ისევ იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოიყვანონ უცხოელი ექიმები, თუმცა, ექიმების ამ ჯგუფთან ჩვენი თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი მხრიდან ეს შეთანხმება დაირღვა, და ამ ექიმის ქცევა იყო როგორც ეთიკურ, ისე სამართლებრივ ნორმებთან სრულიად შეუსაბამო. გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, რაც არ შედიოდა ჩვენს ინტერესებში და, სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვიქნებით შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა", – განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics