|
2023-07-18 11:56:06, 1096 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ პარტნიორი კომპანია „ბატონები“ ახალ ფილიალს ხსნის
2022 წელს დაარსებული, დღეისათვის უკვე ცნობილი არტიზანული საცხობი „ბატონები“ „თიბისის“ მხარდაჭერით ერთი წლის თავზე ახალ ექსპრეს ფილიალებს ხსნის, რომელშიც არსებული საწარმოც იქნება ინტეგრირებული. „ბატონების“ დამფუძნებელი, დავით თედიაშვილი კომპანიის წარმატების ისტორიას გვიყვება: „პურის წარმოებაში მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ, გაჩნდა იდეა, გაგვეხსნა არტიზანული საცხობი, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაში მომხმარებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. კონცეფცია თავიდანვე ხარისხიანი პროდუქტის წარმოება და დახვეწილი, მყუდრო სივრცის შექმნა იყო ყველა ფენისა თუ ტიპის მომხმარებლისთვის. შესაბამისად, ყველა დეტალზე დიდხანს და ყურადღებით ვიმსჯელეთ, ადგილი „ტრაფიკის“ დათვლის შემდეგ საგულდაგულოდ შევარჩიეთ და შიდა და გარე სივრცეებიც პროფესიონალების დახმარებით მოვაწყეთ. რადგან მიზანი მაქსიმალურად მაღალი ხარისხის შექმნა იყო, პირველი ობიექტი ერთი წლის განმავლობაში დონაციაზე გვყავდა. ერი წლის შემდეგ კი გაფართოება გადავწყვიტეთ. მივმართეთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ნომერ პირველ ბანკს - „თიბისის“. „თიბისის“ და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ -ს დახმარებითა და მხარდაჭერით დავიწყეთ გაფართოებაზე ზრუნვა. დღეისათვის 2 ახალი ფილიალი მზადაა გასახსნელად, მესამისთვის კი ლოკაციას ვეძებთ. აქედან 3 ექსპრეს-ფილიალია, მეოთხე კი, რომელიც მალე სოლოლაკში, ლეონიძეზე გაიხსნება, საწარმოსაც მოიაზრებს. დასაწყისში აქცენტი იყო მხოლოდ პურზე, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ქართული ფქვილითა და ორგანული საფუარით ვაცხობთ. მალევე დავამატეთ ფუნთუშეულის ფრანგული და საკონდიტრო ნაწარმის ფრანგულ-ქართული ხაზი, შემდეგ კი სამზარეულო კიდევ უფრო გავაფართოვეთ. დღეისათვის მომხმარებელს რამდენიმე სახეობის თეთრ და შავ პურთან ერთად, ვთავაზობთ საკუთარი წარმოების სენდვიჩებს, სალათების ნაირსახეობებს, ხემსის, ყველის, ხორცის დაფებს, წვნიან კერძებს და დესერტების მრავალფეროვან არჩევანს. ჩვენი ყველა პროდუქტი ორგანული, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ნედლეულით მზადდება. რადგან ხარისხი ჩვენი ორიენტირია, გვაქვს მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, იტალიური, Lucaffe-ს ბრენდის ყავა და საკუთარი წარმოების, ორგანული ჩაი „მასკოტი“. ასევე საკუთარი წარმოების ღვინო „ვაზის კალამი“, ფრეშები, კომპოტები და ლიმონათები. სიჯანსაღის გარდა, ჩვენ მიერ წარმოებულ პურ-ფუნთუშეულსა თუ ნამცხვრებს დახვეწილი, ორიგინალური დიზაინიც გამოარჩევს. ყველაფერი ერთად კი იმის საფუძველია, რომ ერთ წელიწადში უკვე უამრავი მუდმივი მომხმარებელი გვყავს და გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომელშიც 43 ადამიანია დასაქმებული. მომავალი წლისთვის ვგეგმავთ „ბატონების“ კიდევ 10 ექსპრეს-ფილიალის დამატებას, რომლებსაც მთლიანად საკუთარი წარმოების პროდუქციით მოვამარაგებთ“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)