10:59 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 17:11:24, 1278 ნახვა

საზოგადოება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებშიც ხდება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრით უფასოდ სარგებლობა 9-26 წლის გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ.

"ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) - აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი",- აღნიშნულია ბრძანებაში.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics