|
2023-07-14 10:15:01, 1207 ნახვა
მსოფლიო
პუტინი - შეგვიძლია, შევაჩეროთ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა - თუ დაპირებები შესრულდება, გარიგებას შევუერთდებით
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ "მარცვლეულის შეთანხმებით" გათვალისწინებული არცერთი პირობა ამ დრომდე შესრულებული არ არის. როგორც პუტინი ამბობს, რუსეთი მზად არის, შეაჩეროს "მარცვლეულის შეთანხმება" თუ მოსკოვის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ყველა პირობა შესრულდება, ქვეყანა შეთანხმებას ისევ დაუბრუნდება. „რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, იყო პუნქტები გაეროსთან შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესებიც - ლოჯისტიკა, დაზღვევა, ფულადი მოძრაობა, რაც დაკავშირებულია გადახდებთან ჩვენი წარმოებისთვის და ბევრი სხვა რამ - საერთოდ არაფერი გაკეთებულა... ჯერ დაპირებების შესრულება და შემდეგ ჩვენი მონაწილეობა... ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ მონაწილეობა ამ გარიგებაში. თუ ყველა კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ჩვენთვის ყველა დაპირება შესრულდება - კარგი, დაე, შეასრულონ და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“,- ამბობს პუტინი. ცნობისთვის, "მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)