|
2023-07-13 15:47:57, 1132 ნახვა
მსოფლიო
რუსი გენერლის განცხადებით, თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც ჯარში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა
რუსი გენერალი ივან პოპოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58-ე არმიის მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა, არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, სამხედროების ღალატში დაადანაშაულა. Telegram-ში გამოქვეყნებულ აუდიომიმართვაში პოპოვი ამბობს, რომ მან ჯარში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და დასვა კითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საარტილერიო-სადაზვერვო სადგურების არარსებობა და რუსი ჯარისკაცების მასობრივი დაღუპვა. "ტყუილის უფლება არ მქონდა, ამიტომ გამოვკვეთე ყველა ის პრობლემური საკითხი, რაც დღეს ჯარში არსებობს საბრძოლო მუშაობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისით. თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხელი მოაწერა ბრძანებას და მომიშორა",- აცხადებს პოპოვი ჩანაწერში, რომელიც რუსეთის პარლამენტის წევრმა და სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, ანდრეი გურულევმა გამოაქვეყნა. გენერალი ივან პოპოვი ჩართული იყო მძიმე ბრძოლებში ზაპოროჟიეს რეგიონში. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ოფიცერი, რომელიც მონაწილეობს რუსეთის ომში უკრაინაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)