05:36 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-10 10:38:56, 1733 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ორეხოვოზე საჰაერო იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი [ვიდეო]

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ორეხოვოს საცხოვრებელ ზონაში, სადაც ჰუმანიტარული დახმარება გაიცემოდა, საჰაერო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავჯდომარე იური მალაშკო ავრცელებს.

მალაშკოს თქმით, დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო 11 სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"რაშისტებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს ფრონტის ხაზზე, ორეხოვოში - საცხოვრებელ ზონაში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის დროს მათ დაარტყეს მართვადი საჰაერო ბომბით. 

ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი: 43, 45, 47 წლის ქალები და 47 წლის მამაკაცი",- წერს მალაშკო. 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics