19:07 - 03 Jul, 2026
|
2023-07-08 11:26:02, 874 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი
უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის თქმით, სამართლიანი მშვიდობის დადგომით "არავინ არ წააგებს" "უკრაინა იმსახურებს, იყოს NATO-ს წევრი. და კიდევ ერთხელ, თქვენი თანდასწრებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავინ წააგებს სამართლიანი მშვიდობის დადგომით",- განაცხადა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთი უკრაინას "ფეხზე წამოდგომაში" დაეხმარება. "ჩვენი სამშენებლო კომპანიები, რომლებიც უკრაინაში ბაზარზე ლიდერობენ, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თავიანთი ქვეყნის აღდგენაში დაეხმარებიან",- დასძინა ერდოღანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა, სადაც თავის თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრა გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)