|
2023-06-30 20:22:23, 1015 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს მონაწილეობდა ძალადობრივ აქტში, იდენტიფიცირებულია
თითოეული ადამიანი, რომელიც დღეს მონაწილეოაბს იღებდა ძალადობრივ აქტში, ყველანი არიან იდენტიფიცრებულები და უნდა იცოდნენ, რომ კანონის წინაშე დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს კასპში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ძალადობრივ ქმედებებში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. „ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ოჯახში, რომელ ოჯახშიც არის მეორე ჯგუფის ინვალიდი ქალბატონი, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ “რუსულმა ოცნებამ” პუტინისტებმა - სახლთან, ოჯახში, ფაქტობრივად, მოაქციეს ალყაში, ისროდნენ ქვებს, მათ შორის დააზიანეს და დალეწეს “ნაციონალური მოძრაობის” ავტომობილები, ასევე ისინი ფიზიკურად ცდილობდნენ გასწორებოდნენ მოქალაქეებს. როცა ვსაუბრობდით ხალხის კეთილდღეობაზე, მაღალ პენსიაზე, საპენსიო ასაკის დაწევაზე და ჩვენს პროგრამას ვაცნობდით მოქალაქეებს, აი, მაშინ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და მე მინდა საზოგადოებას მედიების საშუალებით ჩამოვუთვალო ის ადამიანები - ვინ იყვნენ მობილიზებულები - კასპში, სადაც პენსიონერებთან ვმართავდით შეხვედრას - ზურაბ ჩიტიშვილი - საკრებულოს აპარატის უფროსი კასპში, ბადრი ჯანიაშვილი - საკრებულოს დეპუტატი კასპში “ქართული ოცნებიდან” - რუსული პარტიიდან, ცხადია, ალექსანდრე ბიძინაშვილი - ასევე საკრებულოს წევრი კასპში, მარეხი ყამბეგაშვილი - სპეციალისტი მერიაში, ილია ნონიაშვილი - სპეციალისტი მერიაში, გიული ყოჩიშვილი - კულტურის სახლის სპეციალისტი - ამ ხალხს კულტურის გარდა ყველაფერი ეტყობოდა, დავით ალექსიძე - აიპის თანამშრომელი კასპში. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ კასპის საკრებულო არ ეყოთ, ამიტომ დამხმარე ჰყავდათ გამოძახებული - შორენა გორგილაძე - გორის მერია, მაია შკუბულიანი - გორის კულტურის აიპი, დათო ნადირაშვილი - ქარელის აიპიში დასაქმებული, ზაზა კოპაძე - ქარელის აიპიში დასაქმებული და მეტიც, თბილისიდან ჩაყვანილი ჰყავდათ გურამ ყანდორელაშვილი ცნობილი სუსის "ნასეტკა," რომელიც პუტინის დედის გინების გამო მიუვარდა თავის დროზე გიორგი გაბუნიას. პუტინის დედის გინების გამო რომ აქცია გამართა, ეს რა დაგვმართეთო, რას ჰქვია პუტინს დედა შეაგინეთო, ეს კაცი თბილისიდან გამოგზავნეს კასპში. ჩვენ, ცხადია, გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ცხადია, პენსიასთან დაკავშირებით ჩვენს ინიციატივებს გავაჟღერებთ და კიდევ ერთხელ, მე ძალიან ვწუხვარ, “ქართული ოცნების” მომხრეები გაილახნენ იქ. ესე მოხდა, რომ 3 საათის განმავლობაში პოლიცია არ მოვიდა იმიტომ, რომ თავად დააორგანიზეს და თავად იყვნენ ორგანიზატორები. იქ კადრებში ვნახე, რომ ერთი “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრი იქნება ან ჩინოვნიკი, თვალი აქვს გადმოტრიალებული და ჩასისხლიანებული და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. შეიძლება ერთმანეთიც სცემეს, იმდენად ეგზალტირებულები იყვნენ, არ გამოვრიცხავ. ან თავდაცვის დროს რომელიმეს მოხვდა იქ, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ის, რომ 3 საათის განმავლობაში პოლიცია არ მოდიოდა, ეს პირდაპირ ეთერში თქვენც ნახეთ... აი, ეს კონკრეტული ადამიანები, ვინც ჩამოვთვალეთ, ყველა მათგანი არის იდენტიფიცირებული, ყველა არის საჯარო მოხელე და ყველა ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, კანონის წინაშე დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)