13:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 19:26:37, 956 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - LGBT პროპაგანდა მიუღებელი და ამორალურია – ჩვენს ქვეყანაში ტაბუდადებული უნდა იყოს

ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი და ამორალური. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა პარლამენტში გაიხსნას დეპატები, რითაც იქნება შესაძლებელი, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს.

"ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს [LGBT] პროპაგანდა, ეს არის მიუღებელი. ასევე ამორალური იყო კამპანია, რომელიც აწარმოა მაკდონალდსმა და თქვა რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები, პარლამენტშიც, მათ შორის შეიძლება საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და რაღაც საერთო კონსენსუსის მიღება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics