13:53 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 14:43:42, 894 ნახვა

პოლიტიკა
ინჯია - იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ბევრია კიდევ საცემი

როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?! ,- ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინჯიას თქმით, გახშირებული თავდასხმებისა და ძალადობის მიზეზი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღებაა.

"როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას, პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერ-მინისტრო?!

მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება, თუ იქნება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონს, აკრძალვა კი არ არის, აქ არის შეზღუდვა იმ ტერიტორიების, ლოკაციების, სადაც პროპაგანდა ამის თაობაზე არ უნდა იყოს, მაგალითისთვის, იქ სადაც თქვენ პატარა ბავშვი პირველ კლასში მიგყავთ, იქ არ იყოს სურათი, რომელიც არის, არ მინდა ახლა, ეს უხერხულობას იწვევს მოსახლეობაში, 98%. ასეთი კანონები, რამდენიმე, 4 მზად გვაქვს ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს",- განაცხადა ინჯიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics