15:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 12:14:26, 736 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის აშენებას განვიხილავთ

ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს - უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას.

"ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს, ერთი არის არსებული აეროპორტის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს აქვს უფრო მეტი მინუსი. გვაქვს მეორე ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია, საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საუკეთესო არქიტექტორების და კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს. მანამდე, რა თქმა უნდა, პროექტირებას დასჭირდება დრო და ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას.

ჩვენი ამბიციაა და ეს განვაცხადეთ უკვე, გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბიც და მოვემსახუროთ არა მხოლოდ პირდაპირ ფრენებს, არამედ ტრანზიტული მგზავრების დიდ ნაკადებსაც. რა თქმა უნდა, ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით",- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ახალი აეროპორტის მშენებლობა იგეგმება, რისთვისაც თბილისში "იდეალური ადგილი" - ვაზიანის ყოფილი აეროდრომი შეირჩა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics