15:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-30 11:13:59, 771 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

"შეაწუხე ირაკლი" - ამ სლოგანით მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შეასასვლელთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

აქციაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტსაც - "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ადგილზე მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც "ტვ პირველის" ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ "ფორმულას" უთხრა, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მარტო სამოქალაქო აქტივისტებს, არამედ მასაც მიაყენა.

რაც შეეხება თავად მგალობლიშვილს, "ქართული ოცნების" დეპუტატი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი გინების ადრესატი არა ჟურნალისტი, არამედ იქ მყოფი სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

პრესსამსახურში განმარტავენ, რომ შეზღუდვის მიზანი დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics