|
2023-06-30 10:48:59, 1249 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქებში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება - დაკავებულია ასობით ადამიანი [ვიდეო]
საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, პოლიციის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობის შემდეგ, მესამე ღამეა, საპროტესტო აქციები იმართება. CNN-ის ცნობით, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია პარიზში, ბორდოში, ლიონში, რუბეში, მარსელსა და ლილიში. როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა, პროტესტის დაწყებიდან დღემდე, 600-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ცნობისთვის, საფრანგეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამშაბათს, ნანტერში 17 წლის მოზარდი ორმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა. გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ პოლიციელი 17 წლის ნაჰელს იარაღს უმიზნებს. გასროლის შედეგად მოზარდი ადგილზე დაიღუპა. პოლიციელი, რომელმაც მოზარდს ესროლა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)