|
2023-06-29 23:57:46, 1223 ნახვა
მსოფლიო
მეცოლა - ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია, უკრაინისთვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წელსვე უნდა გაიხსნას
ევროპარლამენტის პოზიცია ნათელია, უკრაინისთვის წევრობის შესახებ მოლაპარაკებები წელსვე უნდა გაიხსნას, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, დეკემბრის სამიტი სავარაუდოდ ის დროა, როდესაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება. „მე პრეზიდენტებთან და პრემიერებთან შეხვედრისას განვაცხადე, რომ ჩვენ, როგორც ორგანიზაცია, თუ ველოდებით გაფართოების პაკეტის მონაწილე ქვეყნების ან იმ სახელმწიფოების მიერ რეფორმების გატარებას, ვინც წევრობის სურვილი გამოთქვა და კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზეა, მაშინ ასევე მზად უნდა ვიყოთ ჩვენი რეფორმირებაც მოვახდინოთ. მე ამ თემაზე საუბრით დავასრულე გამოსვლა დარბაზში და მოვუწოდე პრემიერებს, პრეზიდენტებს, რაც შეიძლება სწრაფი საპასუხო რეაგირება ჰქონდეთ ევროპარლამენტის შემადგენლობაზე. რადგან თუ ევროპარლამენტში ადგილები უნდა გაიზარდოს, ეს ნიშნავს ნაციონალური საარჩევნო კანონმდებლობის დონეზე ცვლილებსაც. ამას სჭირდება დრო და გეგმა ქვეყნების და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდანაც“, - განაცხადა მეცოლამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)