14:59 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 23:57:42, 870 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ქადაგებდა ძალადობას და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო

"ევროპული საქართველოს" თავჯდომარე, გიგა ბოკერია ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, საზოგადოებაში უნდა გაფართოვდეს კონსენსუსი რეჟიმის დემოკრატიულად დასრულებაზე. 

" „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მოყოლებული ქადაგებდა ძალადობას და სამწუხაროდ, საპატრიარქოც ხშირად მათი მოკავშირე იყო. არა მარტო ამართლებდნენ, არამედ ქადაგებდნენ ძალადობას, მას "მორალურ" საფუძველს უძებნიდნენ და აიგივებდნენ სიტყვიერ თავდასხმებს ფიზიკურ თავდასხმებთან, რაც ყველა მოძალადეს ახასიათებს ხოლმე და შემდგომ პერიოდში, ეს ძალადობა უფრო ინტენსიური ხდებოდა, როცა ისინი თვლიდნენ, რომ პოლიტიკურად უჭირდათ, ახლა, როგორც ჩანს, ეს პერიოდი დგება. ამაზე ერთადერთი სწორი პასუხია, საზოგადოებაში გაფართოება კონენსუსის, ამ რეჟიმის დემოკრატიულად დამთავრების თაობაზე. ამის გარეშე, ქვეყნის შიგნით გველოდება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, თუ ეს რეჟიმი ძალიან შორს წავიდა და გარე მტრისგან გვემუქრება დამატებითი საფრთხე, სანამ აქ მათი მოკავშირეა ხელისუფლებაში", - განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, როგორც მიშა მშვილდაძემ განაცხადა, მას გუშინ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics