15:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 18:50:53, 804 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი შოთაძე ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელსა და აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო'სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს - ელჩ ჯეიმს ო'ბრაიენს და კუმარ იერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა შეხვედრაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების განხორციელების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის ხელშეწყობა პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და დღევანდელი შეხვედრა არის შესაძლებლობა ერთობლივად იქნეს განხილული ამ პროცესში პროკურატურის როლი და არსებული მიღწევები.

"გენერალურმა პროკურორმა დელეგაციის წარმომადგენლებს გააცნო სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან რეაგირების და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია.

მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების მიმართულებით პროკურატურის მიერ გაწეული სამუშაოები. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების შემთხვევების დროს, პროკურატურის ეფექტიან მუშაობას.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი რევაზ ბაღაშვილი, ევროკავშირის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics