15:00 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 17:23:08, 1673 ნახვა

პოლიტიკა
ობრაიენი - ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითაც ამ აგრესიულ ომს ახორციელებს

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითაც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო'ბრაიენმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შეეცდება, ქვეყნები საჭირო მიზნების მისაღწევად გამოიყენოს.

"რუსეთი შეეცდება, გამოიყენოს ქვეყნები საჭირო მიზნების მისაღწევად. ეს ვნახეთ საჯარო განცხადებებში. ჩვენ ვისურვებთ, შეცვალონ პოლიტიკა ამ მიმართულებით... ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი გაერთიანდნენ, რათა ფოკუსირება მოახდინონ ელექტრონულ მოწყობილობებზე, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება და ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ფოკუსირებულია სწორედ ამ მოწყობილობებზე... 

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითაც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს და ჩვენ, როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან ზუსტად ამ მიმართულებით გულისხმობს ამ ტიპის ელექტრონული აღჭურვილობის თუ მოწყობილობების მიმართულებას",- განაცხადა ჯიმ ო'ბრაიენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics