23:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 15:05:06, 1041 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილის განცხადებით, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა

მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ გუშინ, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხა.

გუგეშაშვილის თქმით, "არსად დამალვას" არ აპირებს.

"მე ვარ ნიკოლოზ გუგეშაშვილი, გლდანელი კაცი, 4 შვილის მამა. გუშინ ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე, "კარფურთან", სადაც ვცემე მიშა მშვილდაძე. ცემის მიზეზია ის, რომ ეკლესიას მოიხსენიებს კრიმინალად და იძახის, რომ ჯვარი არის ძალადობის სიმბოლო, აგინებს პატრიარქს, ქართველ ერს და იცავს მამათმავლებს, ასევე "ფეისბუქით" გვაგინებს მე და ჩემს მეგობრებს. ამიტომაც მოხვდა. არსად დამალვას არ ვაპირებ",- წერს გუგეშაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics