23:38 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 17:05:57, 663 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალურ ასამბლეის ადმინისტრაციულ სესიას მასპინძლობს

27-29 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის  (IOTA) რიგით 27-ე გენერალურ ასამბლეასა და მის ფარგლებში მიმდინარე ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 27 ივნისს, გენერალური ასამბლეის ადმინისტრაციული სესია გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გენერალური ასამბლეის ადმინისტრაციული სესიის მნიშვნელობას IOTA-ს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

„ლევან კაკავა პრეზიდენტის რანგში მიესალმება,  საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის 27-ე გენერალური ასამბლეის თბილისში გამართვას და მონაწილეებს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

IOTA-ს ადმინისტრაციული სესიის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა IOTA-ს მომდევნო პრეზიდენტს -  უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ფერენც ვაგუიჰეის, სიმბოლურად,  ორგანიზაციის დროშა გადასცა. უნგრეთი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში  (2023/2024 წლების ვადით), IOTA-ს  პრეზიდენტ ქვეყანად დასახელდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბატონო ფერენც, გილოცავთ  პრეზიდენტობას, ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა-ევროპული ორგანიზაციის დროშა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და  საპასუხისმგებლო ესტაფეტაა“,- აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.

IOTA ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციათა შიდა-ევროპული ორგანიზაციაა,  რომელიც 1996 წელს დაარსდა და აერთიანებს ევროპის რეგიონის 42 ქვეყნის ადმინისტრაციას. აღნიშნული სესია წელიწადში ერთხელ იმართება და მას ორგანიზაციის პრეზიდენტი ქვეყნის ადმინისტრაცია მასპინძლობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics