22:01 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 12:22:26, 894 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ რეგისტრაციის ვადა რამდენიმე დღით გახანგრძლივდა

თბილისის მერიის 2023 წლის „საზაფხულო პროგრამებზე“ მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვადა 3 ივლისამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ახალგაზრდულ პროგრამებს მუნიციპალიტეტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს. 

„პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება. რამდენიმე კვირის წინ ვისაუბრეთ საზაფხულო-ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც თბილისის მერიის ორგანიზებით, ყოველ ზაფხულს ხორციელდება და ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, დასვენებისა და გართობისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას. 2023 წლის „საზაფხულო პროგრამის“ ფარგლებში, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი; მუნიციპალური საცურაო აუზი; ჩოგბურთის კორტები; ჯომარდობა; ლაშქრობები თბილისის გარშემო. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება კვებით, ეკიპირებით, გამოცდილი სპეციალისტებით, მწვრთნელებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და უკვე 4 000-მდე ახალგაზრდაა დარეგისტრირებული. 

პროგრამებზე, რომლით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://tbilisi.gov.ge/news/14768

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 598 292 331 (თამარ ღუღუნიშვილი) ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისამართზე: tbilisisyc@gmail.com.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics