10:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-26 19:12:43, 1453 ნახვა

ომი უკრაინაში
ლავროვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შესაძლო აფეთქებაზე - ეს სისულელეა, ამაზე კომენტარი არაერთხელ გავაკეთეთ

ეს სისულელეა. ამ ყველაფერზე ჩვენ უკვე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, - ასე გამოეხმაუარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრალდებას, რომლის თანახმადაც, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს.

ლავროვის თქმით, აღნიშნული გაფრთხილება კიევის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან მედია სივრცეში არაერთხელ გავრცელებულა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის წარომადგენლები "საინფორმაციო ომისთვის" არიან დატრენინგებულები.

"ფაქტი, რომ ეს გაფრთხილება უკვე არაერთხელ გაჩნდა მედია სივრცეში, უპირველეს ყოვლისა, კიევის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ყველა ეს ადამიანი დატრენინგებულია, მათ შორის საინფორმაციო ომისთვის, უპირველეს ყოვლისა, ანგლოსაქსების მიერ. მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: ყველა ეს ადამიანი გაწვრთნილი, მათ შორის საინფორმაციო ომისთვის, უპირველეს ყოვლისა ანგლოსაქსების, პოლონელებისა და თუნდაც ბალტების მიერ, რომლებიც გახდნენ უკრაინის უფროსი თანამებრძოლები", - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობას განიხილავს და ამისთვის ყველაფერი მოამზადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics