|
2023-06-25 17:55:11, 1167 ნახვა
სამართალი
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დაუდასტურა. "მე მისი ადვოკატი არ ვყოფილვარ. ეს ამბავი მისმა მეუღლემ შემატყობინა",- ამბობს რამიშვილი. შეგახსენებთ, „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე აცხადებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბევრი საეჭვო გარემოება იყო. შუბითიძეს ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯეროდა და ამბობდა, რომ საქმე, შესაძლოა, გაყალბებული ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ სერგო შუბითიძის განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული დასკვნით საქმე დაიხურა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)