06:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 16:07:31, 1143 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს სტუდენტს, რომელიც მმართველი გუნდის პროტესტის გამო ნაცემ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, უცნობი პირი პალატაში თავს დაესხა

მას შემდეგ, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტების გამო თავს დაესხნენ, დაშავდა სტუდენტი, ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

ლუკა შველიძე, რომელიც ნაცემ მდგომარეობაში პალატაში იმყოფებოდა, მოულოდნელად მას პალატაში უცხო კაცი თავს დაესხა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

"სამოქალაქო ფორმით იყვნენ მოსულები, გარბიან. წამოდგომა მომიწია, გამოვეკიდე და ვუყურებ, რომ იარაღი აქვს. არ იძახის ვისი თანამშრომელია, საავადმყოფოში იარაღიანი პირი შემოუშვეს ისე, რომ უკანა გასასვლელიც იცოდა, ჩვეულებრივი შესასვლელიდან არ შემოსულა ეს. იარაღიანი პიროვნებები გამომიგზავნეს აქ და რომ არ გამოვსულიყავი და არ შემეჩერებინა, პოლიცია ვერ გადაიყვანდა. რატომ არის ახლა დაკავებული, თუ პოლიციელი იყო რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში და რატომ იყო ნასვამი?", - ამბობს ლუკა შველიძე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics