22:51 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 10:37:23, 1025 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი - საქართველოსა და ჩვენ შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.

როგორც ბრაიან კემპმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ ის კვლავ მიახვედრა, რომ  ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო.

"დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა  თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ.

მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ  კვლავ მიგვახვედრა, რომ  ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო", - წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics