10:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 10:05:15, 650 ნახვა

საზოგადოება
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ითვალისწინებს მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლებას, გაუდაბნოებისა და მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენისა და ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების მართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებაში ახალგაზრდა მკვლევრებისა და პროფესორ-მასწავლებლების თანამონაწილეობას, სხვადასხვა ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელების საკითხებს.   

„თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.

ღონისძიებაზე გიორგი მიშელაძემ ვრცლად ისაუბრა სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკაზე, პროგრამებზე, რომელსაც უწყება ახორციელებს და აღნიშნა, რომ სააგენტო ღიაა სტუდენტებთან თანამშრომლობისთვის.

კარლო კოპალიანის განცხადებით, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად მოთხოვნადია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა მიმართულებების: ენერგეტიკის, მშენებლობის, სამთო-გეოლოგიური და სხვა ფაკულტეტების კურსდამთავრებული პროფესიონალი კადრები.

აღინიშნა, რომ ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-აღსრულება ხელს შეუწყობს მემორანდუმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics