|
2023-06-12 16:05:01, 735 ნახვა
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონდებლო კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები წარუდგინა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა სხდომაზე „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მეორე მოსმენით განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას და ინტეგრირებული ნებართვის გაცემას, რაც გულისხმობს საწარმოსთვის გამარტივებულ პროცედურებს. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომელიც ასოცირების დღის წესრიგით არის განსაზღვრულ და ეხება სამრეწველო სექტორს და სამრეწველო სექტორიდან გამოწვეული დაბინძურების მაქსიმალურ შემცირებას. მოგეხსენებათ, რომ, ამ მოწვევის პარლამენტთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სამრეწველო ემისიების კანონის აღსრულებისათვის. ამჯერად წარმოვადგინეთ კომპლექსური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არა მხოლოდ ჰაერში გაფრქვევებს, არამედ ნიადაგის, წყლის და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების პრევენციას უზრუნველყოფს. ვფიქრობ, რომ ამ კანონს ექნება ის შედეგი, რომ სამრეწველო სექტორიდან დაბინძურებას, ფაქტობრივად, მინიმუმამდე შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ მეორე მოსმენისათვის და უზრუნველვყავით ძალიან მოქნილი პროცედურები იმისათვის, რომ ბიზნესს ერთი სარკმლის პრინციპით შეეძლოს ყველა გარემოსდაცვითი ნებართვის აღება, რაც გულისხმობს ერთ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვის პროცედურაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებისა და სანებართვო დოკუმენტების მიღებას“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)