03:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-11 15:32:23, 929 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს

მე არ მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები, ვფიქრობ, ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე რაღაცები გააფუჭოს,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ალბათობა დაბალია.

"გერმანიის კანცლერმა პრემიერ-მინისტრს თუ უთხრა, კონკრეტული რაღაცები - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი რაღაც გააკეთეთ და ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატის სტატუსსო, აი, ადგებიან და იმ ხუთის საწინააღმდეგო რაღაცებს გააკეთებენ... 

თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართველი ხალხის დამსახურება იქნება, რადგან ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიგვეღო, მაგრამ ალბათობა იმისა, რომ დადებითი პასუხი იყოს, ჩემი აზრით, დაბალია...

ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩვენ გავაგრძელოთ და აღვადგინოთ მსვლელობა დასავლეთისკენ, არის ამ ხელისუფლების ცვლილება",- უთხრა ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 9 ივნისს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics