15:49 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-07 12:33:56, 683 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვაზისუბანსა და მუხიანში კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაზისუბანსა და მუხიანში კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ვაზისუბანში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ხოლო მუხიანში, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დასრულდება.

„კიდევ ორი სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო ვაზისუბანში, N90 სკოლის მიმდებარედ არსებულ სკვერში, რომლის ფართობიც 16 000 კვადრატული მეტრია და მუხიანში, გობრონიძისა და ნონეშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული სკვერში, რომლის ფართობიც 5 000 კვადრატული მეტრია. აღნიშნულ ტერიტორიებზე მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, სადაც ყველა თაობის ადამიანს დასვენების, განტვირთვისა და  ვარჯიშის შესაძლებლობა ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics