|
2023-06-07 12:01:13, 675 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკი რეაბილიტირდა
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტირებული პარკი საზეიმოდ პარასკევს, 9 ივნისს, 20:00 საათზე გაიხსნება. „თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვარკეთილში, ხომლელისა და აბაშვილის ქუჩების მიმდებარედ სამ ჰექტრამდე პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პარკის ტერიტორიაზე განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა საპარკე ინვენტარი, მოეწყო გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დასასვენებელი პავილიონები. ტერიტორიაზე განხორციელდა გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება. ყველაფერი, რაც კი აუცილებელია პარკისთვის, გათვალისწინებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, ტერიტორიაზე დაირგო სხვადასხვა სახეობის 5 524 მწვანე ნარგავი და მოეწყო სარწყავი სისტემა. „პარასკევს გვექნება შესაძლებლობა, აღნიშნული პარკი გავხსნათ, რასაც ასე ელოდება ადგილობრივი მოსახლეობა. გვექნება ასევე, „გუფი ლენდის“ კონცერტი. ამინდის მხრივ თუ პრობლემა იქნება, კონცერტს გადავდებთ და სხვა დღეს ჩავატარებთ, თუმცა პროგნოზით კარგი ამინდი ჩანს. საღამოს 8 საათზე იქნება აღნიშნული კონცერტი და პარკის გახსნის ღონისძიება. ასე რომ, გეპატიჟებით ყველას და ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)