|
2023-06-05 12:22:54, 1029 ნახვა
საზოგადოება
რესტორანი რეტრო 15-ვე თანამშრომელმა დატოვა, ობიექტზე შრომის ინსპექციაა შესული
რესტორანი რეტრო, რომლის მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ მიმტანზე იძალადა, 15-ვე თანამშრომელმა დატოვა. დღეს დილიდან რესტორანი აღარ გაიხსნა. ამ წუთებში რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული, რომელიც თანამშრომლების მიმართ შრომის უფლებების დარღვევას შეისწავლის. რესტორან "რეტროში" თანამშრომლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ობიექტის მფლობელი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გუშინ, 5 ივნისს სახაჭაპურე რეტროს ყოფილმა მენეჯერმა მარია ზოიძემ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს. ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა. ის, ასევე, წერს, რომ რუსების შემოდინებასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მათ მხარს უბამდა, რადგან პრორუსია. ბიზნესმნეი რომელმაც მიმტანზე იძალადა, არის თეიმურაზ ვარშანიძე. მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან ვგებულობთ, რომ ვარშანიძე რესტორან "რეტროსთან" ერთად არის აზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი-ს დირექტორი და მფლობელი, შპს "ფორტუნა-2010"- ს მფლობელი და დირექტორი. საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი ეკვატორი ფულს სახელმწიფოსგან ღებულობს, ეს ცენტრი ამზადებს მეზღვაურებს, თუმცა გაუგებარია საზღვაო აკადემიის არსებობისას რა საჭიროა კერძო სასწავლო ცენტრი. "ეკვადორის" აქტივობიდან ვგებულობთ, რომ მიმდინარეობს პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია: გემბანის რიგითი მეზღვაური; სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური; განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სწავლებას სრულად აფინანსებს სახელმწიფო; ამავე ცენტის ხელმძღვანელია ბიზნესმენის მეუღლე მირანდა თედორაძე. რეტროს კიდევ ერთი თანამშრომელი მილენა ფუტკარაძე წერს, რომ მირანდა თედორაძე "რეტოს" თანამშრომელ ქალებს ავიწროებდა. "მაშინ უნდა ამოგვეღო ხმა როცა ამის სექსისტი ცოლის გამო გოგოები მოწევის დროს ვიმალებოდით, რომ არ დაენახა :)))) ბიჭებზე პრობლემა არ ჰქონდა რა თქმა უნდა. ესენი ადამიანები არ არიან" -წერს მილენა ფუტკარაძე გარდა ამისა, მიმტანზე მოძალადე ვარშანიძე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბადმინტონის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე იგი 2016 წლის 9 სექტემბერს დაინიშნა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)