10:53 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 17:42:09, 799 ნახვა

პოლიტიკა
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ღარიბაშვილზე - ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება

საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბრატისლავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც ყოფილმა ელჩმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი განცხადებებით უღალატა საკუთარ ხალხს და რუსეთზე გაიყიდა.

"ამბობს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის, რომელსაც NATO-ში გაწევრიანება სურს, რომელიც ახლა მის ხალხს ღალატობს და რუსეთზე იყიდება. საქართველო ამაზე უკეთესს იმსახურება", - წერს ყოფილი ელჩი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობა დღეს, 30 მაისს მიიღო, სადაც განაცხადა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

ღარიბაშვილი სლოვაკეთში 29 მაისს გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს იმართება. პრემიერი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics