|
2023-05-30 12:14:13, 744 ნახვა
პოლიტიკა
ბუაძის განცხადებით, თბილისის მერიაში შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით, პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ
პარტია „ლელოსა“ და თბილისის საკრებულოს წევრი საბა ბუაძე თბილისის მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც ბუაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას დღეს მიმართავს. „ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით იმ ძალიან თვალნათელ და აღვირახსნილ კორუფციულ მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის მერიაში არის გაბატონებული და რომლის შედეგად ყოველთვიურად და სისტემატიურად ნიავდება თბილისელების საკუთრებაში არსებული ქონება. ამ შემთხვევაშიც კალაძესთან და თბილისის მერიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ფიქტიური გარიგებებების საშუალებით გადაეცემათ ჩვენს საკუთრებაში არსებული მიწა და ამის ხარჯზე ხდება დამატებით დედაქალაქის დამახინჯება და კორპუსების აშენება ისე, რომ ქალაქს ასეულობით ათასი ლარის ღირებულების ზარალი ადგება“,- განაცხადა საბა ბუაძემ.
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)