14:13 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 15:38:31, 1133 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი - აშშ ამაყობს, რომ საქართველოს ნამდვილი, თავისუფალი და ევროპული დემოკრატიის აშენებაში ეხმარება

ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში.

"ქართველ მეგობრებს გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლის თავს, რომელიც ასე ლამაზად აღნიშნა დღეს თავდაცვის ძალების მონაწილეობით. ისინი ძალიან შთამბეჭდავები არიან და ნამდვილად თავგანწირვით იბრძვიან, რომ საქართველომ დაიცვას თავისი საზღვრები, ამ საშინელი აგრესიის ფონზე რომელიც რეგიონში ხდება. ეს ყველაფერი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ქართველი ხალხი ერთგულია იმ მიზნის რომელიც დაისახა იმ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, რომელიც არა წლებს, არამედ საუკუნეებს ითვლის. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს გვერდით დგას და ეხმარება ამ ქვეყანას ნამდვილი, თავისუფალი, ევროპული დემოკრატიის აშენებაში",- განაცხადა დეგნანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics