|
2023-05-24 12:20:24, 799 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ დაიწყო სტიკერების გაცემა A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება
თბილისის მერიამ 22 მაისიდან დაიწყო სპეციალური სტიკერების დარიგება A კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ასაკი 10 წელს არ აღემატება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სტიკერები იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ მათ საავტობუსე ზოლში შეეძლებათ გადაადგილება. „პირველი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებსაც 10 წლამდე ავტომობილი ჰყავთ, ვაძლევთ შესაძლებლობას, საავტობუსო ზოლებში იმოძრაონ. 22 მაისიდან დავიწყეთ სტიკერების გაცემა, რაც იქნება მაიდენტიფიცირებელი იმისა, რომ აღნიშნულ ავტომობილს აქვს შესაძლებლობა, იაროს საავტობუსო ზოლში. ეს სტიკერი უნდა განთავსდეს ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. დანარჩენ ავტომობილებს, რომელიც არის A კატეგორიის და ასაკით 10 წლის ზემოთ, მხოლოდ იმის უფლება ექნებათ, რომ მგზავრი აიყვანონ და ჩაისვან საავტობუსე ზოლში“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, დაწყებულია QR კოდების გაცემაც, რაც ტაქსებში მგზავრობის ბარათით გადახდის შესაძლებლობას იძლევა. „პარალელურად დაწყებული გვაქვს QR კოდების გაცემა. რაც იძლევა საშუალებას, რომ მგზავრმა ბარათითაც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. ეს ტაქსის მძღოლებისთვისაც მნიშვნელოვანია. ასე მათ ექნებათ საშუალება, უფრო მეტ მგზავრს მოემსახურონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)