00:18 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-24 11:35:44, 734 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, 28 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით,  28 ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, რაც მთლიანობაში 28 პროექტს გულისხმობს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებულთა საკითხი სახელმწიფოს აღიარებული აქვს საშინაო ვალად, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით. დაზარალებულად ცნობილია 3500-ზე მეტი პირი. ჯამში, დაკმაყოფილებულია დაახლოებით 2500-მდე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირი.

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების მიზნით, გამოცხადდა 28 ინტერესთა გამოხატვა. საუბარია, ჯამში 28 პროექტზე. აქედან 15 პროექტზე უკვე გაცემულია სამშენებლო ნებართვა, რომლის ფარგლებში დაკმაყოფილდება 1000-მდე პირი; სანებართვო ეტაპზეა 9 პროექტი და სამშენებლო ნებართვის გაცემის შემდეგ, დაკმაყოფილდება 550-მდე პირი;

ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზეა 4 პროექტი, უკვე გამოვლენილია შესაბამისი გამარჯვებული ინვესტორები და შედეგად იგეგმება 400-მდე პირის დაკმაყოფილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღესდღეობით შემოსულია კიდევ 615-მდე დაზარალებული პირის განცხადება და ამ მოქალაქეების ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა მოხდება მიმდინარე და მომდევნო წლის განმავლობაში.

„ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. არ დაგვრჩება არცერთი ადამიანი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას. ეს არის 30-წლიანი პრობლემა და ჩვენ ვართ იმ მთავრობის წარმომადგენლები, რომელიც დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ამ ადამიანების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, ასევე, სამშენებლო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში არიან ჩართული. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics