18:53 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-22 13:29:22, 762 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ენმ-ზე - სააკაშვილი საზღვარზე ია-ვარდებით დარბოდა - დღეს უბრძანეს, რომ გაბრაზებულები უნდა იყვნენ და ამ თამაშს თამაშობენ

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები ფარისევლობაა.

როგორც კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება, რის მიხედვითაც მოქმედებენ.

„2008 წელს ომი იყო. დავკარგეთ ტერიტორიები. ამაზე დიდი უბედურება რა უნდა მომხდარიყო. თურმე, ომის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა რუსების ჩამოსვლა და ბიზნესის კეთება. მაშინ უბრძანეს, რომ ბიზნესს ხელი არ შეშლოდა, დღეს კი გაბრაზებულები უნდა იყვნენ. ამ თამაშს თამაშობენ. წლების წინ, როდესაც დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, სოფლები, ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, წერილებს უგზავნიდნენ რუსებს, მოეწყოთ კონცერტები. ეს შენიღბეს სახალხო ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად. სააკაშვილი საზღვარზე ია-ვარდებით ხელში რომ დარბოდა, ხომ გვახსოვს ყველას. ჩვენ ვატარებთ ამ ქვეყნის ინტერესებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics