|
2023-05-19 19:07:01, 531 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური - 8 მარტის აქციის წინ ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე
8 მარტის აქციის წინ სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე, შემოდიოდა უამრავი დაზუსტებული ინფორმაცია შეკრების არამშვიდობიან ფორმებში გადაზრდის შესახებ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, 7 და 8 მარტს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, განლაგებული იყვნენ პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე. „რაც შეეხება 8 მარტს დაწყებულ აქციას, შეკრება მეორე დღესაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. როგორც წინა დღეს, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ. პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიანად და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია. თუმცა, 8 მარტის აქციის წინ სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდებოდა ღია მოწოდებები მოქალაქეთა მხრიდან, თუ როგორ დაეორგანიზებინათ თავდასხმა პოლიციელებზე, შემოდიოდა უამრავი დაზუსტებული ინფორმაცია შეკრების არამშვიდობიან ფორმებში გადაზრდის შესახებ. ვრცელდებოდა ჩანაწერები, მათ შორის პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით, სადაც ღიად იყო მითითებები პარლამენტის შენობის „აღების“ შესახებ. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად შეკრებაში მონაწილე პირებს ეკრძალებათ იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)