21:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 16:35:18, 696 ნახვა

პოლიტიკა
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას აშშ-ის საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი გიორგი მიქაია და საოლქო პროკურატურისა და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, პროკურორებმა აშშ-ის ელჩს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის განვითარების თაობაზე მიაწოდეს ინფორმაცია.

კელი დეგნანმა ​​სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერა და პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics