22:09 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 12:22:39, 842 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება - როგორ? ისწავლეთ გაკვეთილები

ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ? ისწავლეთ გაკვეთილები",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანა "ამდენი ომებით დაღლილია ".

„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, მაინტერესებს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომი არის? აი, თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ბრძანდებით, კითხვა დაუსვით ვინც მაგას ავრცელებს, თქვენ გული არ შეგტკივათ ჩვენს სამხედროებზე ან ჩვენს მოქალაქეებზე ან ჩვენს დევნილებზე.

როგორ გინდათ რომ მოაგვაროთ მაშინ. როგორ გინდათ მოვაგვაროთ? არც ნატო-ს წევრი ქვეყანა ვართ და არც ევროკავშირი ჯერჯერობით. როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ. ამაზე იფიქრეთ, ხალხო, ამაზე უნდა ესაუბროთ ჩვენს ხალხს.

ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა. ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი. ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა გვჭირდება. ევროპა საიდან განვითარდა, გაბრწყინდა, ომები არ ჰქონდა.

ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი, პრაგმატული პოლიტიკით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება. როგორ მოვახერხეთ, ისწავლეთ გაკვეთილები", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics